თეგებით ძიება

"გვითხარით, ვინ დაწვეს ცოცხლად?" - ჟურნალისტი შსს-ს მიმართავს

ჟურნალისტი, თამო კეშელავა შსს-ს მიმართავს და აცხადებს, რომ ძალოვანმა უწყებამ უნდა დაადასტუროს, ან უარყოს, თუ ვინ დაწვეს ცოცხლად.

"გვითხარით, ვინ დაწვეს ცოცხლად, თორემ, ყველა ფაქტად ასაღებს, და ან დაადასტურეთ, ან უარჰყავით. რას ნიშნავს ადამიანი დაწვეს ცოცხლად, ვინ დაწვეს? რატომ ხართ ჩუმად, როცა მკვლელობაში ადანაშაულებენ ჩვენ შვილებს?

აგერ, საპატრიარქომაც კი გაიმეორა, ადამიანის დაწვას არ ვამართლებთო. 

დაკრძალეთ უკვე ვინც დაწვეს? ექსპერტიზა უტარდება? ვინაა? 

ჯერ ერთი, ეგ მოლოტოვის კოქტეილები როგორ მოხვდა აქციაზე, როცა ყველას ჩხრეკდით, თუ თქვენვე არ შემოიტანეთ, მაგრამ, მართლა გგონიათ, რომ მოლოტოვების კოქტეილი რკინის დასაწვავად არ გამოიყენება, ან გზის ჩასახერგად? 

რკინის დაწვას გულისხმობთ? ის რკინის მანქანაა ადამიანი? ვინ დაწვეს ცოცხლად? ამოიღეთ ხმა, რა ვიცი, გომელაურის შვილის ქორწილზე კი აკეთეთ განცხადებები და თავისი შვილის ყოფილი შეყვარებულის ცემაში რომ დაადანაშაულეს მინისტრი, მაგაზეც კი ილაპარაკეთ და ჩვენ შვილებს რომ მკვლელობას აბრალებენ – რატომ ხართ ჩუმად? 

რკინის ჯებირის გადაწევა მოიდეთ მიზეზად და ჩვენი შვილები ცემეთ და ალტ–ინფოს არბევინეთ მერე რუსთაველი!

ახლა მკვლელობას ტენით ჩვენ შვილებს ურცხვად, ხოდა, ვინ გარდაიცვალა? 

თვალი რომ დაკარგა მოქალაქემ, მაგაზე გვინდოდა განცხადება და აქეთ გადმოხვედით თავდასხმაზე?

შსს, სასწრაფოდ გაავრცელეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით! 

დანაშაულის წახალისება, ცილისწამების გავრცელება როდიდან აღარაა თქვენთვის დასჯადი? კი, ახალისებთ ალტ–ინფოს და მის მსგავსებს, რომ ჩვენ შვილებს საზიზღობები დაუწერონ და ქუჩაშიც დახვდნენ!

გააკეთეთ განცხადება!

ვინც მეთანხმებით, გადაზიარებისას მიუთითეთ, რომ ითხოვთ განცხადებას შსს–გან, ან კომენტარებში თქვენც დათაგეთ!", - წერს ჟურნალისტი.

ბოლო პერიოდში თბილისში, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა. აქტივისტებმა ავტომანქანა დაწვეს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა