თეგებით ძიება

ბათუმის ბულვარში, ბატუტის გადაბრუნების შედეგად 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბულვარში ბატუტზე 9 წლის მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებების შედეგად დასტურდება, რომ ბატუტი მიწის ზედაპირზე მყარად არ იყო დამაგრებული.

გამოძება ბრალდებულს “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით ედავება, რაც უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ მამაკაცს ბატუტის უსაფრთხოება და ექსპლუატაციის წესების დაცვა ეკისრებოდა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა