არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუღებელია ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დაკავშირება ქვეყნის ევროპულ მომავალთან.
"არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან.
საქართველოს ევროპული მომავალი, სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება. სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ბნელი წარსული. ადამიანს შეუძლია უბრალოდ მეტი შეჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას.
თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამასა და კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ამ ქვეყანას ვერც სანქციას დააკისრებს ვერავინ, იმიტომ რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს, თავისი სახელი რომ დავარქვათ ყველაფერს... სინამდვილეში ყოველთვის შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებისგან, მაგრამ რეალობა არის სხვა.
არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი“, - განაცხადა მდინარაძემ.