თეგებით ძიება
15. 03. 2023 მსოფლიო

უკიდურესად მშრალი პლანეტა ვენერა შეიძლება, ოკეანეებით იყო დაფარული - რას ამბობენ მეცნიერები?

პლანეტა ვენერა ერთ დროს შეიძლება, ოკეანეებით იყო დაფარული, მაგრამ ამჟამად უკიდურესად მშრალი პლანეტაა, ცოტაა ჟანგბადით.

ჩვენი მეზობელი პლანეტა ძლიერ არახელსაყრელია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის — წარმოადგენს ტოქსიკურ, მცხუნვარე პლანეტას, რომელზეც ადამიანი ფეხს ვერასოდეს დააბიჯებს.

სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის მხრივ ასეთი სხვაობების მიუხედავად, ვენერას დედამიწასთან რამდენიმე გასაოცარი მსგავსება აქვს. თითქმის ერთნაირია ორივე პლანეტის ზომა, მასა და სიმკვრივე, ძლიერ მსგავსია შემადგენლობაც. ამიტომ, ჩნდება კითხვა — იყო თუ არა ვენერა ოდესმე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი?

ახალი კვლევის მიხედვით, თუკი ვენერას ოდესმე ჰქონდა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემო პირობები და მის ზედაპირზე იყო თხევადი წყალიც, ეს ძალიან დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო და თანაც მცირე ხნით, რის შემდეგაც, პლანეტა იმ მშრალ, ცხელ ადგილად გადაიქცა, როგორიც დღესაა.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პლანეტურმა მეცნიერებმა, ალექსანდრა ვარენმა და ედუინ კიტმა ვენერას ატმოსფეროს მოდელირება ჩაატარეს, რათა განესაზღვრათ ჟანგბადის დაკარგვის მაჩვენებელი და მექანიზმები; ამან კი თავის მხრივ ცხადყო, რომ თუკი პლანეტას თხევადი წყალი ოდესმე ჰქონდა, ეს დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინ უნდა ყოფილიყო.

წყარო: პირველი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა