თეგებით ძიება
15. 03. 2023 ვიდეო

"დედას თმებში სწვდა, თმა ამოაგლიჯა, შვილები წყალში უნდა დაახრჩოო" - რა მოხდა გლდანში? (ვიდეო)

თბილისში, გლდანში შავ ანაფორაში ჩაცმული ქალი ბოლო რამდენიმე კვირაა მოსახლეობას აშინებს.

ადგილობრივების თქმით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

2 კვირის წინ, შავ ანაფორაში ჩაცმული ქალი ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები საბავშვო ბაღში მიჰყავდა თავს დაესხა და ბავშვების თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მის მცირეწლოვან შვილებზე კი ფსიქოლოგიურად იძალდა.

ქალი გლდანის მე-6 მიკროში ცხოვრობს და ხშირად იმ პარკში იმყოფება, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი თამაშობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის შვილმკვდარი დედაა. დაზრალებულებმა უკვე მიმართეს პოლიციას და თავდამსხმელის ფიზიკური მონაცემებიც აღუწერეს.

დაზარალებულების თქმით, ქალი, ძირითადად, მაშინ ხდება აგრესიული, როცა ქუჩაში ორსულებს და ბავშვებს ხედავს.

იხელეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა