თეგებით ძიება
15. 03. 2023 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი თურქეთში ჩავა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად

ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო ამ კვირის ბოლოს თურქეთში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რათა განიხილოს ქვეყნის განაცხადი NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ნიინისტო მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს ეწვევა, შემდეგ კი მოლაპარაკებებისთვის სტამბულში გაემგზავრება.

ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს. ამჟამად ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება თურქეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თურქეთი ამტკიცებს, რომ ორი ქვეყანა, განსაკუთრებით შვედეთი მხარს უჭერს ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK), რომელიც თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს აღიარებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა