თეგებით ძიება

ყვარელში 49 წლის კაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ, შილდაში 49 წლის მამაკაცი დაჭრეს.

მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, ნათესავმა მამაკაცმა დაშავებულს იარაღი, საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დამიზნებით, ორჯერ ესროლა.

დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა