„ვინც ეს დაიჯერა და თავი უქიცინა - კიო, კარგიაო, ის ხალხი როგორაა დღეს?“ - რას წერს ნინო ჟვანია?
ჟურნალისტი, ნინო ჟვანია დაახლოებით ერთი წლის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაორმაგებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს.
„ავტობუსში ავედი და გამახსენდა - შარშან ხომ 50 თეთრი ღირდა და ვისაც დააჯერეს რომ 1 ლარი როცა გახდებოდა ჯამში მაინც მოგებული დარჩებოდნენ, თითებზე რომ დაუთვალეს და გამოუყვანეს - თურმე წლის ბოლოსკენ ასე უფრო ეკონომიური გამოდისო, ვინც ეს დაიჯერა და თავი უქიცინა - კიო, კარგიაო, მასე ჯობია, აბა რაო - ის ხალხი დღეს როგორაა? უკეთ?“ - წერს ჟვანია.