იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ - ლოიდ ოსტინი
იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინ-10”) სხდომის გახსნისას განაცხადა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
“სასტიკი რუსული დაბომბვების გამო ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც [უკრაინას] საჰაერო თავდაცვის საშუალებებს აწვდიან, სულ უფრო იზრდება”,-განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.