თეგებით ძიება

ჟურნალისტი ნატო გოგელია სცემეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას „ალტ ინფოს”  გურიის ორგანიზაციის ლიდერმა, მამუკა ანდღულაძემ სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ბახვში მოხდა. 

იქამდე კი ანდღულაძემ გურიის გუბერნიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის მოხსნა სცადა. სწორედ ამ ინციდენტზე კომენტარისთვის მივიდა გოგელია ანდღულაძესთან.

თვითმხილველების თქმით,  ანდღულაძე შენობასთან საკუთარი მანქანით მივიდა და დროშის მოხსნას შეეცადა, თუმცა  დაცვის პოლიციამ მას ხელი შეუშალა.

ნაცემი ჟურნალისტი შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა