თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
თურქეთში, ადიამანისა და შანლიურფას პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Anadolu წერს.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
წყალდიდობა ასევე ფიქსირდება მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში გაშლილ კარვებისა და კონტეინერების ბანაკებში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ადიამანის პროვინციაში, ტუტის რაიონში ღვარცოფს წელიწად-ნახევრის ბავშვი ემსხვერპლა.
შანლიურფასა და ადიამანში სახლების უმეტესობა დატბორილია.