თეგებით ძიება

საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს ეს ბავშვები - მეუფე სტეფანე მომიტინგე ახალგაზრდებზე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, სტეფანემ თბილისში, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავის ქადაგებაში ისაუბრა და თქვა, რომ აქციაში მონაწილე ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს.

„მათთვის რაღაცები დასაშვებია და ჩვენთვის არ შეიძლება. ყველას აქვს ინტერესები და საქართველოს ინტერესები, ინტერესები არ არის, ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენს მომავალზე. ჩვენს ნაცვლად ჩვენს მომავალს გადაწყვეტენ ისინი, ვინც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის შენი მომავალი.

ელჩები გამოდიან და ამბობენ, საქართველოს უნდა არა ეს, არამედ ეს. ამაზე, რეაქცია არ არის იმათგან ვინც ამბობს, რომ საქართველო ის, ეს და მიდიან რისთვის - საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს ეს ბავშვები, რომლებსაც დაფიქრების საშუალება არ მისცეს. იმ მანქურთებმა, რომლებმაც საქართველოს ეგზეკუცია მოუწყვეს და 2003 წლიდან 2012 წლამდე ყველაფერი გაუკეთეს“, - თქვე მეუფე სტეფანემ. 

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა