თეგებით ძიება

როდესაც უნდათ მოგვცემენ იმ კანდიდატის სტატუსს, როდესაც უნდათ არ მოგვცემენ, სტატუსი არაფერს ნიშნავს - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდების უმეტესობას არც „აგენტების შესახებ“ კანონი და არც ევროკავშირის 12 რეკომენდაცია წაკითხული არ აქვს. 

„12 პუნქტი წაკითხული და გაცნობიერებული არავის აქვს. უბრალოდ უნდათ რომ ეს 12 პუნქტი შესრულდეს.  კანდიდატის სტატუსი მოგვცეს არ მოგვცეს, აი, ამაზე დაიწყება ისევ ჩხუბი, აი, რუსეთისკენ მივდივართ, იმიტომ, რომ სტატუსს არ გვაძლევენ. ეს 12 პუნქტი არის მანიპულაციის საშუალება. ეს კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს, გინდა გქონდეს, გინდა არ გქონდეს რა! თუ მოგვცემენ თავის რაღაცებს გაგვაკეთებინებენ. პირველ რიგში, გვეტყვიან, ლგბტ უნდა იყოს ყველანაირად გაჯეჯილებული“, - აცხადებს მეუფე სტეფანე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა