ნატო გოგელიას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება თავად უწყებამ გაავრცელა.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სოფელ ბახვში “TV პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას „ალტ ინფოს” გურიის ორგანიზაციის ლიდერმა, მამუკა ანდღულაძემ სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ბახვში მოხდა.