თეგებით ძიება
15. 03. 2023 მსოფლიო

პოლონეთში რუსეთის ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავეს - რას წერს ადგილობრივი მედია?

პოლონეთში რუსეთის საჯაშუშო ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც დივერსიებს გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 6 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონურ მედიაში ვრცელდება.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულები უცხოელები არიან "აღმოსავლეთ საზღვრის გარეთიდან" და, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ. ABW-მ ისინი მას შემდეგ დააკავა, რაც მნიშვნელოვან მარშრუტებსა და სარკინიგზო კვანზებზე ფარული ვიდეოკამერები აღმოაჩინეს, რომლებიც მარშრუტებზე მოძრაობას აფიქსირებდნენ და გამოსახულებას ქსელში აგზავნიდნენ.

საუბარი, უპირველეს ყოვლისა, კარპატების სავოევოდოშო მდებარე სარკინიგზო მარშრუტებს შეეხება, კერძოდ, იასიონკასთან მდებარე აეროპორტთან, ქალაქ ჟეშუვთან ახლოს. აღნიშნული აეროპორტი მთავარი სატრანზიტო პუნქტია უკრაინაში მიმავალი დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა