უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ხელისუფლების პოზიტიური დღის წესრიგით გადაბარების გეგმა და ამის შემდეგ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ამის შესახებ მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„რაც უფრო სწრაფად შეიცვლება ხელისუფლება, მით უკეთესი. იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა, ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა. ნათლად უნდა დაინახოს როგორც ქართველმა ამომრჩეველმა, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა, რომ თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მზად არის ხელისუფლების ცვლილების გეგმა, რომ პოლიტიკური ძალები მზად არიან პოზიტიური დღის წესრიგით გადმოიბარონ ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება რიგგარეშე არჩევნები, ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.