მზად ვარ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე - ომბუდსმენი
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მზად არის, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, თუ ამ უკანასკნელს ამის სურვილი ექნება. ამის შესახებ იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვაპირებ, შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად, რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ პროცესის გააგრძელებს.
ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, ოჯახის წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო. თავისთავად, სახალხო დამცველი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში შეხვედრას. მე ყოველთვის მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა იოსელიანმა.
კითხვაზე, გააკეთა თუ არა ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შეთავაზება, იოსელიანი ასე პასუხობს - „კი ბატონო, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ შეთავაზება არის“.