"მითხრეს, რომ საწვავი გაუთავდათ, თანხა არ ჰქონდათ და დახმარება სჭირდებოდათ" - ფრთხილად, გზებზე თაღლითები დგანან
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ელენე ნადირაძე საზოგადოებას აფრთხილებს გზებზე მდგომ თაღლითებზე, რომლებიც მძღოლებს ატყუებენ, თითქოს საწვავი გაუთავდათ და თანხას სტყუებენ.
"გამარჯობა, სასოწარკვეთილი არა, მაგრამ არ ვიცოდი სხვაგან სად შეიძლება გამეფრთხილებინა ხალხი და აქ დავწერ. 10 დღის წინ დასავლეთში მივდიოდი მანქანით და გორში, "სმარტთან" გავაჩერე გაზის ჩასამატებლად. მოკლედ, რომ გამოვდიოდი, ორი გოგო დავინახე გაჩერებული ყავდათ მანქანა და მეც გავუჩერე და დავინტერესდი რა ხდებოდა. მითხრეს, რომ საწვავი გაუთავდათ, თანხა არ ჰქონდათ და დახმარება სჭირდებოდათ. მეც ვუთხარი, მოდი, ჩავაგოროთ მანქანა ცოტა და ჩაგისხამ-მეთქი, მაგრამ არა, არ შეგაწუხებთ ჩამირიცხეთ, თან ანგარიშის ნომ-ც დაფიქსირდება და გადმოგირიცხავთო. მეც, რა თქმა უნდა, ადამიანს დახმარება უნდა-თქო ვიფიქრე და გადავურიცხე თანხა. მადლობები იხადა და წამოვედით. იმის მერე როგორც თქვენ არ ჩაგირიცხავთ ჩემთან ისე არ ჩაურიცხავს არც იმ გოგოს.
კაცმა არ იცის ესე რამდენი ადამიანი ყავს გაჩერებული და მათხოვრობით ფული ნაშოვნი. ჩემზე უკეთესი მანქანა კი ყავდა და რა ვიცი", - წერს ელენე ნადირაძე.