თეგებით ძიება
16. 03. 2023 ვიდეო

"რატომაა ბათუმი საშიში ქაოტური მშენებლობის პირობებში?...მიწისძვრის დროს, ყველაზე მეტად სანაპირო გრუნტებზე მდგარი შენობები ზიანდება" - რა ვიდეოს აქვეყნებს თეა გოდოლაძე?

გეოლოგი, თეა გოდოლაძე ბათუმში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებსა და მიწისძვრის დროს სანაპირო ზოლზე მდგარი შენობების საფრთხეებზე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

"რატომაა ბათუმი საშიში და მოწყვლადი ასეთი ქაოტური მშენებლობის პირობებში? უყურეთ ვიდეორგოლს ბოლომდე. ჩემი გაკეთებული არაა ეს. ჩემზე მაგარი მეცნიერების გაკეთებულია. მიწისძვრის დროს, ყველაზე მეტად სანაპირო გრუნტებზე მდგარი შენობები ზიანდება. თუ დიდი მიწისძვრა მოხდა, კარგი კონსტრუქციის კი მქონე შენობებიც კი შესაძლებელია დაზიანდეს, იმიტომ, რომ გრუნტის ლიკვიფაქცია, ანუ გათხიერება იწყება", - წერს გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა