ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდია მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 მარტამდე სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.