თეგებით ძიება

ორივე ფეხის კიდურზე მიყენებული ჰქონდა ჭრილობა - სისხლიანი დაპირისპირება ნათესავებს შორის

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ბიძაშვილის მიერ დაჭრილ 49 წლის კაცს ექიმებმა ორივე ფეხზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს.

თელავის რეფერალური ჰოსპიტლის მედიკოსების განმარტებით, დაჭრილის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.

"შუა ხნის კაცი შემოიყვანეს, რომელსაც ორივე ფეხის კიდურზე მიყენებული ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობა. საჭირო გახდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. რეანიმაციიდან გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა“, - განაცხადა რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

პოლიციამ ბრალდებული პირი უკვე დააკავა.

ცნობისთვის, გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, შუა ხნის კაცს ცეცხლსასროლი იარაღი საკუთარმა ბიძაშვილმა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ორჯერ დამიზნებით ესროლა.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა