თეგებით ძიება

"ბიძინას უკან "დაახევინა" ქართველმა ხალხმა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა სათანადო პასუხი გასცა.

"მეგობრებო, ბიძინას უკან დაახევინა ქართველმა ხალხმა.

არც სანქციების შიშმა, არც დასავლეთიდან ზარმა - ქართველმა ხალხმა! 

დასავლეთი მხოლოდ იმით დაგვეხმარა, რომ მკაფიო და არაორაზროვანი იყო კანონის შეფასებისას. 

დაამარცხეთ თქვენში საბჭოთა ტოტალიტარიზმი და დაიჯერეთ საკუთარი ძალების …. 

მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან ზარები დაივიწყეთ … ჩვენ, ჩვენ შეგვიძლია რეჟიმის ამოძირკვა მხოლოდ, ჩვენ და ჩვენმა ლამაზმა ახალგაზრდობამ დავახევინეთ უკან და დროა საკუთარი ძალების ვირწმუნოთ! 

დასავლეთი ჩვენს გასაკეთებელს ვერ გააკეთებს! არც აკეთებს! 

დასავლეთი გვჭირდება - ოღონდ გვჭირდება იმისთვის, რომ ისეთივე მკაფიო და თანმიმდევრული იყოს თავის გზავნილებში რეჟიმის შეფასებისას, როგორც კანონის შეფასებისას იყო. 

(სამწუხაროდ, არაა მკაფიო და ბუნდოვანების შექმნაში საპარლამენტო ოპოზიცია ეხმარება). 

მოკლედ, ქართველმა ხალხმა დაახევინა უკან! ქართველმა ხალხმა უნდა ამოძირკვოს! მორჩით მამების ძებნას იქ, სადაც მამები არ არიან!", - წერს ჩერგოლეიშვილი.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა