2022 წელს ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმი 3.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 204.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 361.1 ათასი ერთეული შეადგინა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უწყების ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 641.0 ათასით განისაზღვრა, რაც ასევე 3.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.