თეგებით ძიება

ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 10 წლის დავითს დღეს დაკრძალავენ

ბათუმში, დაღუპულ 10 წლის დავითს დღეს, 13:00 საათზე დაკრძალავენ. 

მისი 3 წლის ძმა, დანიელი თურქეთის კლინიკაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ბათუმის ბულვარზე ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. უბედურ შემთხვევას 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა, მისი ძმა კი მძიმე მდგომარეობაში თურქეთის საავადმყოფოში იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე 64 წლის კაცი დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა