თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კილოგრამამდე ჩამოვიდა - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წონა 60 კგ-მდე ჩამოვიდა.

აღნიშნულის შესახებ, შალვა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, შესაძლოა, ცუდი შედეგი დადგეს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი წონა 60 კგ-ს მიუახლოვდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი დადგეს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა