არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან არასამთავრობო სექტორზე საუბრისას განაცხადა, რომ სისტემაში ბევრი ხარვეზებია.
მისივე თქმით, რამდენიმე დომინანტ „არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს უნარი, რომ სხვა ორგანიზაცია ჩარეცხოს, გარიყოს და არ მიაკაროს ფონდებს“.
„ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის, ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი უნდა გადალახონ, გადატვირთონ.
რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს ამ სფეროში, რომელიც თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, მათი 99% დაკავებულია იმ სოციალური-საგანმანათლებლო საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.