"ხვიჩას რომ ეძახიან, უფრო მიხარია, რადგან ხვიჩა ჰქვია" - რას ამბობს კვარას მამა უცხოურ მედიასთან? (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მედიის ყურადღება სულ უფრო და უფრო იზრდება.
ამჯერად CBS Sports Golazo საქართველოში ჩამოვიდა და ჟურნალისტები ხვიჩას ოჯახს ესტუმრნენ თბილისში.
„ხვიჩას რომ ეძახიან, უფრო მიხარია, რადგან ხვიჩა ჰქვია. ფეხბურთის ღმერთს რომ ადარებენ, მიხარია, რაზეა საუბარი. მე და ჩემი თაობა მარადონას ფეხბურთზე გავიზარდეთ, ჩემი კუმირი იყო,“ - ამბობს ბადრი კვარაცხელი მედიასთან საუბარში.