"თუ შეამჩნევთ, დარეკეთ მითითებულ ნომერზე“ - თბილისში ხანდაზმულ კაცს ეძებენ
თბილისში, ნოდარ კბილცეცხლაშვილს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ შვილიშვილი, თაკო ჩარბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მეგობრებო, დაიკარგა პაპაჩემი - ნოდარ კბილცეცხლაშვილი, დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე ნახეს ბოლოს, 17:00 საათისთვის. გთხოვთ გაავრცელოთ და სადმე თუ შეამჩნევთ დარეკოთ მითითებულ ნომერზე - 568 111 058", - წერს თაკო ჩარბაძე.