ლეონარდო და ვინჩის დედა კავკასიელი იყო - იტალიელი მეცნიერების გასაოცარი დასკვნა
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი, ლეონარდო და ვინჩი ყველამ იცის, თუმცა ვინ იყო მისი დედა არავის ჰქონდა წარმოდგენა.
"ლეონარდო და ვინჩის დედა კავკასიელი იყო" - ამის შესახებ იტალიელი მეცნიერები საუბრობენ.
როგორც ირკვევა, გოგონა სახელად კატარინა ჩერქეზი მონა იყო, რომელიც რამდენჯერმე გაყიდეს კონსტანტინოპოლის ბაზარზე, საბოლოოდ კი ის ფლორენციაში აღმოჩნდა, სადაც ახალგაზრდა პიერო და ვინჩის შეხვდა. სწორედ ამ კავშირის შედეგად დაიბადა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გენიოსი ლეონარდო და ვინჩი.
იტალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ დნმ-ის ანალიზით ამ ფაქტის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, თუმცა ისტორიული საბუთებით ყველაფერი მიუთითებს, რომ ხსენებული ისტორია ზუსტია. ერთ-ერთი ისტორიული საბუთი არის კატარინას მონობიდან განთავისუფლების აქტი, რომელიც ლეონარდოს მამის, პიერო და ვინჩის შედგენილია.
წყარო: მთავარი არხი