მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია, აქ გარდაიცვლება - შალვა ხაჭაპურიძე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ თუ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთ არ გადაიყვანენ, იგი გარდაიცვლება.
"ხელისუფლების მიმართ ნდობა და მათი ავტორიტეტი იმდენად შელახულია, რომ სიმართლე გითხრათ, სანამ პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსულს და ბატონ სააკაშვილთან შესულს არ დავინახავ, მანამდე მსგავს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. თუ ისინი ჩამოვლენ, დარწმუნებული ვარ, პოლონელი ექიმების დასკვნები დაადასტურებენ უცხოელი საერთაშორისო დონის ექსპერტების დასკვნებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე იქნეს საზღვარგარეთ გადაყვანილი. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება. სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია, ის აქ გარდაიცვლება“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.