თეგებით ძიება
16. 03. 2023 სპორტი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებულად ჩავამთავროთ ყველაფერი და გახარებულები ვამყოფოთ ჩვენი გულშემატკივრები - ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის  "აინტრახტს“ უმასპინძლა და 3:0  დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ძალიან დიდი მადლობა ქართველებს და ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში აქაც და ტელევიზიითაც მიგულშემატკივრეს და მგულშემატკივრობენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებულად ჩავამთავროთ ყველაფერი და გახარებულები ვამყოფოთ ჩვენი გულშემატკივრები. 

ტიერი ანრი, ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი დიდი ფეხბურთელია. ალბათ, ბევრი მიკლია მის დონემდე, მაგრამ ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებ, რომ ჩემი გულშემატკივრები გავახარო. “ - თქვა კვარაცხელიამ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა