თეგებით ძიება

სოზარმა მოიჭრა თავი, რასაც აკეთებდა, იმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა - ალეკო ელისაშვილი

 მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიტიკოსი, სოზარ სუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებში თავად მუშაობდა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორიდან ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკა ყოფილა მისი და ლევან იოსელიანის მისამართით, თუმცა, მათი ლანძღვა სწორი არ არის.

"შალვა პაპუაშვილს მინდა ვურჩიო, ნუ ებრძვით საკუთარ წარსულს. სოზარმა ხომ მოიჭრა თავი, მთელი ცხოვრება რასაც აკეთებდა, იმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა ორი ხმლით ხელში და კი შემოემტვრა ის ხმლები მერე. შალვა პაპუაშვილიც მუშაობდა გერმანულ ფონდში, რომელიც გასცემდა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტებს. ახლა რომ დგახარ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარისევლებს ეძახი, ძალიან უხერხულია.

ჩვენი წარსულიდან ხომ მოვდივართ? მაშინ უნდა ვთქვათ, რომ რაც აქამდე მიკეთებია, სამარცხვინოა, ფარისეველი ვიყავი და აღარ გავაკეთებ. მე ჩემი წარსულის არ მრცხვენია, მეც ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში, "თბილისის ჰამქარში", გრანტიც ამიღია და ძალიან სწორად დამიხარჯავს და ჭინთვებში რომ არიან ახლა გამჭვირვალობაზე, წავიდნენ და ნახონ, რას ხმარდებოდა და როგორ.

ბევრი რამე არ მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციებში: ჩვენი პარტიის მიმართ დამოკიდებულება, ლევანისადმი, როგორც სახალხო დამცველისადმი, მაგრამ ასეთია დემოკრატია, საჯაროობა, რომ ლანძღვის ატანაც გიწევს, დაუმსახურებელი ლანძღვისაც, მაგრამ არც მე ვარ ბამბის ქულაში გაზრდილი ბარტყი და არც ლევანი, გაგვლანძღეს კი, დაუმსახურებლადაც, მაგრამ არჩევის დღიდან და იმ ინციდენტიდან მოყოლებული აჩვენებს, რომ პრინციპულია და ზუსტად იცის, რაც უნდა აკეთოს, ყოველდღე ადასტურებს, რომ კარგი სახალხო დამცველია.

ბევრთან გამიფუჭდა ურთიერთობა, მაგრამ ამიტომ ახლა მე რომ ძალაუფლებაში მოვალ, უნდა დავიჭირო ისინი და კანონი მივიღო, რომ გავაჩუმო? ეს არის აბსურდი და ამ აბსურდს მოეშვას შალვა პაპუაშვილიც, კობახიძეც და "ქართული ოცნებაც," - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა