თეგებით ძიება

აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლა - გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანია განაცხადამ რომ აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს იყო სააკაშვილისთვის ბრძოლაც, იქ იდგა თაობა, რომელიც ცნობილია, როგორც "მიშას თაობა".

"ეს აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, მოედანზე იდგა თაობა, რომელიც ცნობილია როგორც მიშას თაობა. ეს ის თაობაა, რომლებსაც მერხებზე ლეპტოპები ხვდებოდა და სრულიად სხვა პირობებში გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები. ეს ის თაობაა, რომლებსაც არ უნახავთ რუსეთი, არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში, რუსულად ვერ ლაპარაკობენ და არანაირი სურვილი ამ ახალგაზრდებს არ აქვთ რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ. ჩვენ ვინც გავიარეთ ეს სისტემა, გვეკრძალებოდა რომ განსხვავებული აზრი გვქონოდა. ჩვენი ოცნება იყო რომ როგორმე გვქონოდა თავისუფალი აზრი და იმ პირობებში ეს რა თქმა უნდა, არ იყო შესაძლებელი“, - აცხადებს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, რომ 7,8 და 9 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები იმართებოდა. საპროტესტო მიტინგზე სპეცრაზმი გამოიყვანეს. მიტინგებზე 133 ადამიანი დააკავეს. აქცია 10 მარტს დეპუტატების მიერ კენჭისყრაზე კანონპროექტის ჩაგდების მერე დაიშალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა