2022 წლის 10 თვეში, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო
2022 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.
„2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას წარმოადგენს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიება. სამსახური მყისიერად რეაგირებს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე და გამოძიებას, მათ შორის სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის/სიუჟეტის საფუძველზეც იწყებს. გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის თაობაზე პროაქტიულად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას და თავად დაზარალებულ ჟურნალისტებს/ოპერატორებს.
2022 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული 12 სისხლის სამართლის საქმიდან:
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ, კერძოდ - 3-ის მიმართ სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; 2-ის მიმართ სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 1-ის მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; 1-ის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.