თეგებით ძიება

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დააჯარიმეს

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე დარღვევა დაუდგინდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უწყება 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 14 მარტს გამოქვეყნდა.

სამსახური იკვლევდა 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს სოციალური ქსელის, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროებული ვიდეომასალის კანონიერების საკითხს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დააგინა, რომ არსებობდა მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა დარღვევები დაადგინა სხვა ნაწილში. კერძოდ:

2022 წლის 9 აგვისტოს გადაღებული კვების ეპიზოდი გასაჯაროვდა არაპროპორციული მოცულობით;

სააკაშვილს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აცნობეს ვიდეოთვალთვალის შესახებ;

ვიდეოკადრები ვადის განსაზღვრის გარეშე იყო შენახული;

სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირება არ მომხდარა ვიდეოთვალთვალის შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა, საიდანაც პენიტანციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ – ოჯახი და ადვოკატები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეომა მძიმდებოდა, პენიტენციურმა სამსახურმა სწორედ ამ ინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები.

კადრების გასაჯაროების შემდეგ საკითხის კანონიერების შესწავლა დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა