“ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით“ - მაკა რაზმაძე
ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე ბიზნესმენ, ფადი ასლის სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას უზრდელს უწოდებს.
“ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით. ეტყობა ვისაც მოგწონთ და ულაიქებთ, მართლა მასე გრძნობთ თავს. თქვენს სამშობლოს და ხალხს რომ შეურაცხყოფას აყენებს და თან აქ ცხოვრობს წლებია, ეს ვითომ არაფერი… იმის ნაცვლად, ყველამ პასუხი მოსთხოვოთ, რომ თავზე გიშვებათ მთელ ერს, უკბილო და გოიმურ შეურაცხმყოფელ ხუმრობებზე გეცინებათ და მერე აქ მაღალ მატერიებზე ამუნათებთ სხვებს!
მე წამშალა ჩემი კომენტარის გამო და ამდენი საერთოდ ფრენდი იცინით და გიხარიათ საკუთარი ხალხის ასე თრევა, ყოჩაღ!” – წერს მაკა რაზმაძე.
ცნობისთვის, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა „თედიაშვილი ტრაბახობს, რომ 600 სექსუალური პარტნიორი ჰყავდა! ივანიშვილმა 3,7 მილიონი ქართველი იხმარა და ეს არც კი უხსენებია!“
ცნობისთვის, მომღერალმა პაატა თედიაშვილმა განაცხადა, რომ 500-600 პარტნიორი ჰყოლია ცხოვრებაში.