რუსეთში „ეფესბეს“ შენობა იწვის - არის მსხვერპლი
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ („ეფესბე-ს“) შენობა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც.
როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები.