თეგებით ძიება
16. 03. 2023 მსოფლიო

უკრაინამ და ევროკავშირმა უვიზო სატრანსპორტო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უვიზო სატრანსპორტო რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ვიცე პრემიერი, ალექსანდრე კუბრაკოვი ავრცელებს.

“ერთი წლის  განმავლობაში შეთანხმებამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. მოქმედების პერიოდში 50%-ზე მეტით გაიზარდა ორმხრივი და ტრანზიტული საგზაო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა”, – განაცხადა კუბრაკოვმა.

მან ასევე განმარტა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინა უკვე აშენებს საჭირო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას საზღვრებზე. კერძოდ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუმინეთთან საზღვარზე ორი ახალი საგუშაგო გაიხსნა, ხოლო პოლონეთის საზღვარზე საკონტროლო პუნქტი სატვირთო მანქანებისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა