თეგებით ძიება

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი სამხედრო პაკეტი მოიცავს: 155 მმ-იან ს 5000 ჭურვს. MLRS-ის საბრძოლო მასალებს; 500 SFP9 პისტოლეტებს; 4 მობილური ანტენის ანძის სისტემას; 25 გენერატორს, კარვებს და სხვა. ასევე 155 მმ კალიბრის 5330 ჭურვსა და რაკეტებს Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს ბუნდესტაგში განაცხადა, რომ უკრაინაში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის უწყვეტი მიწოდების დაწესების თემა მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტის ერთ-ერთი თემა იქნება. გერმანული ინდუსტრია ირწმუნება, რომ მზადაა გაზარდოს სიმძლავრე, მაგრამ ელოდება მთავრობისგან ბრძანებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა