თეგებით ძიება

იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, იმედია აქვს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ჩვენს ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, არამედ თავად ევროკავშირი.

ჩვენ, რასაკვირველია, ამ ვადებში ჩავეტევით. პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გასწია და მადლობა ჩვენს პოლიტიკურ საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის. რასაკვირველია, ყველა ვადა ზედმიწევნით იქნება დაცული. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, როდესაც სამი სხვადასხვა ქვეყნის დოსიეებს განიხილავს. შეაფასებს იმ დიდ ნახტომს, რეფორმების სახით, რომელიც საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე განახორციელა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა