„საქართველოს ომის საფრთხე აქვს, მაგრამ ეს საფრთხე „ოცნებიდან“ მოდის“ - დავით უსუფაშვილი
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ომის საფრთხე აქვს, მაგრამ ეს საფრთხე „ქართული ოცნებიდან“ მოდის.
„კი, საქართველოს ომის საფრთხე აქვს, მაგრამ ეს საფრთხე „ოცნებიდან“ მოდის. იმიტომ, რომ მათ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მარტო კანონპროექტის ინიცირება არ შეუძლიათ. ამიტომ არის საჭირო სერიოზული მონიტორინგი, სამოქალაქო წრეებიდან, პოლიტიკური წრეებიდან და საერთაშორისო წრეებიდანაც. ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა! თავგზააბნეული ადამიანები, საღ აზრდაკარგული ადამიანები, ამას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ. ასეთი ადამიანები სახიფათოები ხდებიან. როცა ხიფათებზე ვსაუბრობთ, არ უნდა ვფიქრობდეთ იმას, რომ ვიღაცას რუსთაველზე სცემონ, ეს არ არის ერთადერთი შესაძლო ხიფათი. დღეს მსოფლიო არის სუპერ დაძაბულ ვითარებაში და ეს ჩვენ შემოგარენში ხდება. იურიდიულად ბევრი რამ ჩვენ შემოგარენში ხდება. აქ ჩვენ გვჭირდება ცივი გონებით და საღად მოაზროვნე ხელისუფლება. თუ რამე ხიფათი აქვს ამ ქვეყანას, ამ უგუნური ხელისუფლებისგან აქვს“, - განაცხადა უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.