"ნიკორაში" ვიყიდე ქათმის ღვიძლი. შიგნით ვიღაცის ნახმარი, ბინძური სანტავიკი იდო...არ იყიდოთ!" - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლელა გუგეშაშვილი "ნიკორაში" ნაყიდ პროდუქტში გამოყენებული "სანტავიკის" აღმოჩენის შესახებ წერს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
"300 არაგველის მეტროსთან, "ნიკორაში" ვიყიდე "ქვიქჩიკის" ქათმის ღვიძლი. გავალღვე, 1 წლის ბავშვისთვის უნდა გამემზადებინა!!! და საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ! ვიღაცის ნახმარი, ბინძური სანტავიკი იდო შიგნით. საზიზღრობაა! არ იყიდოთ ხალხნო ამ ფირმის არაფერი!!!
სურსათის უვნებლობა, სად ხართ?
შეამოწმეთ საწარმო და შეუჩერეთ ამ კომპანიას წარმოება!!!", - წერს მოქალაქე.