თეგებით ძიება

28 წლის დევნილი უკრაინელი ქალი ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ კლდიდან გადააგდეს - ბრალდებული 30 წლის ქართველი კაცია

საზარელი შემთხვევა კუნძულ კვიპროსზე - 28 წლის უკრაინელი ქალი, ლესია ბიკოვა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ გაგუდეს და კლდიდან გადააგდეს. ბრალდებული 30 წლის ქართველი მამაკაცა.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, კაცი კვიპროსის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ადგილობრივი პოლიცია ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ მას ბრალი ფემიციდის მუხლით წარუდგინეს. დაკავებულს 27 წლის უკრაინელი ემიგრანტის, ლესია ბიკოვას გაუპატიურებასა და განზრახ მკვლელობას ედავებიან.

დაკავებული ქართველი კი ირწმუნება, რომ გარდაცვლილი მისი პარტნიორი იყო და კლდიდან შემთხვევით, ფოტოს გადაღების მომენტში გადავარდა. ფაქტს აქტიურად აშუქებს ადგილობრივი მედია. საქმეზე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდა.

ალტერნატიული ექსპერტიზა ქართველმა ბრალდებულმა დაიქირავა. პროკურატურა დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობას არ ეთანხმება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს კომპეტენტურმა ექსპერტიზამ უკვე დაადგინა გაუპატიურების და ძალადობის ფაქტი.

ჯერ უცნობია, დაუდასტურდება თუ არა 30 წლის ქართველ მამაკაცს გაუპატიურებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდება. ექსპერტიზით უკვე დადგენილია, რომ შემთხვევის დროს ის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, მამაკაცმა საქართველო წლების წინ დატოვა და ამჟამად საბერძნეთის პასპორტს ფლობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა