თეგებით ძიება

ვხედავდი, პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა - რას ამბობს თვითმხილველი დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?

თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.

"ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს! რომ ვიცოდე ვინ ჩაიდინა ეს შემზარავი დანაშაული, ზუსტად ვიცი, არ დავიხევდი უკან და ჩემი ხელით დავასახიჩრებდი. მე დღეს ვნახე შვილის სიკვდილი ჩემი თვალით. ყველაფერი კარგავს აზრს. ვხედავდი პატარა ცხედარს როგორ ეხუტებოდნენ დედა და მამა, თითქოს ცდილობდნენ გაეთბოთ პატარას სხეული და ტკივილი გაეყუჩებინათ. ამავე დროს ვხედავდი ქვად ქცეულ დედას, რომელსაც ვერაფერს ეტყოდი სანუგეშოს. ან რა უნდა გეთქვა?! ყველაზე საშინელი წამების, წუთების და საათის მომსწრე გავხდი. ღმუოდა ხალხი. ტიროდა, კიოდა, ყვიროდა... არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს. ან როგორ შეიძლება ამ დროს შეძლო და რამე შეაფასო...“,- ამბობს თვითმხილველი "პრაიმტაიმთან".

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა