თეგებით ძიება

რომ მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ - რას ამბობს გარდაცვლილი 12 წლის გოგოს ბაბუა?

თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.

მომხდარზე  გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბაბუა საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს საღამოს 9 საათის შემდეგ ეძებდნენ. დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.

"12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ გავაღვიძე და მოვედი თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ...," - აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.

რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა