თეგებით ძიება

"ბოლო მოგვიღო ამდენმა ღვარძლმა, ერთმანეთს არ ვინდობთ, ჯერ ცოცხლად ვჭამთ, მერე ვტირით!" - რას წერს მამა პეტრე?

მამა, პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ საზოგადოებაში ჰაერიც კი აგრესიით არის გაჯერებული.

"ყველა უნდა დავფიქრდეთ, რაც ჩვენ გვჭირს, ამ პატარა ქვეყანას, ამის ტარება გაუსაძლისია…

ბოლო მოგვიღო ამდენმა ღვარძლმა, შურმა, ბოროტებამ…

ერთმანეთს არ ვინდობთ, ჯერ ცოცხლად ვჭამთ, მერე ვტირით!..

ჰაერიც კი აგრესიით არის გაჯერებული…

ყველგან სიმძიმე, ყველა დაძაბული და დაჭიმული…

ასე გაგრძელება შეუძლებელია…

ხომ ხედავთ, აღარ გვშველის ეს ფარისევლური სულიერება, თავზე გვემხობა ყველაფერი…

მიდგომები, დამოკიდებულებები უნდა შევცვალოთ…

რაღაცამ უნდა დაგვაფიქროს…

პატარების სიცოცხლეს მაინც უნდა გავუფრთხილდეთ…

სანამ ჯერ კიდევ, საბოლოოდ არ მიგვიღია მხეცის სახე!", - წერს პეტრე კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს, მას ძალადობის კვალი ეტყობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა