თეგებით ძიება

"ეზოში, სათამაშოდ ჩასული ბავშვი, რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდება სახლში, ნამდვილი უბედურებაა" - რას წერს ავთო დვალიშვილი?

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პიარმენეჯერი, ავთო დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, 12 წლის გოგონას დაღუპვა დიდი უბედურებაა.

"იმ კორპუსს ეზო რომ არ ჰქონოდა, ხომ არ ჩავიდოდა ბავშვი და ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდა..

აქამდე მიხაროდა, რომ ეზოიან კორპუსში ვცხოვრობ. ვტრაბახობდი კიდეც. აღარ მინდა ეზო...

ეზოში, სათამაშოდ ჩასული ბავშვი რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდება სახლში, ნამდვილი უბედურებაა", - წერს დვალიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა