თეგებით ძიება

"საშინელი რეალობაა. გავიღვიძებთ და გული გვისკდება, პირველი ინსტინქტი - ვინაა დაღუპული ბავშვი? ჩემი ბავშვები სად არიან, მივიდნენ სკოლაში?" - ვახო სანაიას ემოციური პოსტი

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, 12 წლის ბავშვის მკვლელობა გულგასახეთქი ამბავია.

"მრავალჯერ დაწერილს ისევ დავწერთ, მრავალჯერ წაკითხულს ისევ წავიკითხავთ. ზოგი ჭკვიანურს იტყვის, ზოგიც - სულელურს. კიდევ ერთხელ გავბრაზდებით, შეგვეშინდება, შეგვეცოდება. ზოგი განაზოგადებს, ზოგი მომხდარის კონკრეტულ დეტალებს, ჩამდენის დაკავებას დაელოდება და იტყვის, ვინმე რა შუაშია, ყველგან ხდებაო, თითქოს სადაც შუაში იყო, იქ ვინმეს ვაგებინეთ პასუხი. ამ ქვეყანაში ხომ საერთოდ არასდროს არავინაა შუაში. ვიღაც იტყვის, ზოგადი მდგომარეობის ბრალიაო, ზოგიც სპეკულაციაში დაადანაშაულებს სხვებს და ასე დაუსრულებლად. 

ნანახი გვაქვს, ვიცით. 

საშინელი რეალობაა. გავიღვიძებთ და გული გვისკდება, პირველი ინსტინქტი - ვინაა დაღუპული ბავშვი ? ჩემი ბავშვები სად არიან ? მივიდნენ სკოლაში ?

მერამდენე ასეთი დილაა - ხან ვაკის პარკში; ხან ბატუტზე; ხან საქანელაზე...", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა