"რატომ მიეცათ თავის ნებაზე ქცევის საშუალება მანიაკებს?...ვწუხვარ, რომ ასეთი დაუცველი და უსუსურები ვართ" - ალექსანდრა პაიჭაძე დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე
მოდელი, ალექსანდრა პაიჭაძე თბილისში, 12 წლის გოგონას მკვლელობას ეხმაურება და გაზრდილ კრიმინალურ შემთხვევებთან დაკავშირებით კითხვებს სვამს.
"კრიმინალი რატომ გაიფურჩქნა, რატომ მიეცათ თავის ნებაზე ქცევის საშუალება მანიაკებს?
იმიტომ ხომ არა, რომ მათ უფრო დიდი იმედი აქვთ სახელმწიფოსი, ვიდრე ჩვენ, მშვიდობიან მოსახლეობას????????
ვწუხვარ, რომ ასეთი დაუცველი და უსუსურები ვართ, მოსახლეობიდან დაწყებული მმართველობით დამთავრებული!!!!", - წერს მოდელი.
შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.