"ჩვენი ფრაქცია მოითხოვდა სიკვდილით დასჯის შენარჩუნებას, დღეს უამრავი ბავშვი იქნებოდა ცოცხალი" - შალვა ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში 12 წლის გოგოს მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა არ უნდა გაუქმებულიყო.
"90 იან წლებში, როდესაც იხილებოდს საკითხი სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე, ჩვენი ფრაქცია მოითხოვდა ამ სასჯელის შენარჩუნებას განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში, უპირველესად ბავშვის მკვლელობისათვის. დღემდე მოლიბერალო ჯგუფები ამისათვის გვგმობენ და გვამუნათებენ. ეს სასჯელი რომ ყოფილიყო უამრავი ბავშვი და კრიმინალებისგან სასტიკად მოკლული ჩვენი ხალხი დღეს ცოცხალი იქნებოდა, რადგან ცნობილია, რომ აფექტური შემთხვევების გარდა მკვლელი ჯერ კანონს ეცნობა თუ რა სანქციაა გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულისთვის და ასეთი სანქციის არსებობისას მკვლელთა 90 პროცენტი უარს ამბობს დანაშაულის ჩადენაზე", - წერს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდ დიღომში 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს, მას ძალადობის კვალი ეტყობა.